თანდაყოლილი ან ნაადრევ ბავ–ბაში (დაბადებიდან 1–2 წ.). შეძენილი სუსტგონებიანობა. გონებრივი სისუსტის იოლი ფორმა. (მასზე მძიმეა იმბეცილობა, კიდევ უფრო მძიმე ფორმაა იდიოტობა. შ-ის გონებრივი განვითარება) (ა. ბინეს მიხედვით) 9 წლის ნორმალური ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზევით ვერ ადის. დ-ის დამახასიათებელი ნიშნები განვითარება–ასაკის შესაფერისი; მეტყველება –თავიდანვე შეფერხებას განიცდის (ენის ადგმა გვიანდება, ხშირია ენაბლუობა, ენაბორძიკი, ენაბრგვილობა), ლექსიკა ღარიბი; ინტელექტი აზროვნების მაღალი აქტები (ანალიზი, სინთეზი, აბსტრა ცნებების დაუფლება) — დაქვეითებული; გაძნელებულია ახალი მასალის ათვისება, შეზღუდულია ათვისებულის გამოყენება (აპერცეფციული პროცესები). ასათვისებლად უფრო მისაწვდომია თვალსაჩინო მასალა. ბინეს გამოკვლევით დ-ის „გონებრივი ასაკის კოეფიციენტი“ უდრის 0,75-ს. ნებელობის სფერო–სუსტადაა განვითარებული, დამახ: პასიურობა, შთამაგონებლობა, უნიციატივობა.
ჩვეულებრივი, ნორმალური ტიპის სკოლაში თ. ბ-ვის აკადემიური წარმატება დაბალია: სასკოლო მასალას ვერ ითვისებს, ის ყოველვის ჩამორჩენილია. ამიტომ პედაგოგიურად მიზანშეწონილად ითვლება დ. ბ- ვის მოთავსება სპეციალურ „დამხმარე სკოლაში“, სადაც სასწავლო- აღმზრდელობითი მასალა და პედ. სისტემა დ-ის შესაძლებლობის შესატყვისი. დ. განსხვავდება დემენციისაგან, რ-იც იწყება ონტოგენური განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე, ვიდრე დ. დემენციის შემთხვევაში, გონებრივი განვითარება და საერთოდ მთელი პიროვნება თანდათან მკვეთრ დაქვეითებას, რეგრესიას განიცდის. დ-ბისათვის კი ეს დამახ. არ არის დ-ის წარმომშობი მიზეზები შეიძლება იყოს ნაყოფისთვის "დედის მუცლად ყოფნის“ ხანაში მიყენებული ტრამვა ან სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებათა მავნე ზეგავლენა (დედის ავად. ან თვით ნაყოფის დაავადება). აგრეთვე ადრეულ ბავშვობაში (1-2 წწ) ინფექციური ან სხვა მძიმე დაავადება, რასაც შეიძლება მოჰყვეს დიდი ჰემისფეროების სათანადო ადგილების დაზიანება.