A E

და დე დი დო დრ დუ დღ
დებ დედ დეზ დელ დემ დეპ დერ დეს დეტ დეფ

დემენცია

L. mens გონება, ჭკუა, dementia გონებრივი სისუსტე

ჭკუასუსტობა, ვითარდება არა ადრეულ ბ-ვობის ასაკში (დაბადებიდან 1-2 წელი), რ-რც მაგ., ოლიგოფრენია, არამედ უფრო მოგვიანებით. მეტად მდგრადია და არაუკუქცევადი დამახ. აზროვნების ფუნქციების მკვეთრი მოშლილობა, ცუდი მეხსიერება, წინათ შეძენილი ცოდნის დაკარგვა, სახლის ათვისების უნარის შესუსტება, ნებისყოფისა და ემოციის დაქვეითება, ინტერესის სფეროს შეზღუდვა, არაადეკვატური ქცევა და სხვა ცნობილია დ-ის რამდენიმე სახე, მთავარი მათგანია: ნაადრევი დ. ( dementia precocs) მოხუცებულობის d/. senilis/; პარანოიდული დ. /d. paranoides/; მძიმე ფორმად ითვლება ე. წ. ბავშვური და ./d. infantilis/. დ–ის გამომწვევი მიზეზი მრავალია: თავის ტვინის დიდი ჰემოსფეროების ტრავმა, დაავადება ენცეფალიტით, შიზოფრენიით, ეპილეფსიით და სხვა. ყოველი დ. ატარებს თავის გამომწვევი მიზეზის ნიშნებს. მაგ., შიზოფრენიით გამოწვეულ დ–ს ახასიათებს შიზოფრენიის ქარაქტეროლოგიური ნიშნები, ეპილეფსიით გამოწვეულს ეპილეფსიის ნიშნები და ა. შ. დ–ით დაავადებული ბ-ის სწავლა-აღზრდა ნორმალური სკოლის პირობებში არაა რეკომენდებული, მათთვის მიზანშეწონილად ითვლება სპეციალური სასწავლო –სააღმზრდელო დაწესებულება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9