დაწეული სულიერი მდგომარეობა, ად−ნი მოდუნებულია, არ ამჟღავნებს სასიცოცხლო ძალებს, არაფერი აინტერესებს, არ იჩენს ინიციატივას, ყველა ფს–კურ და ფიზ. ძალას ემჩნევა შეკავების ტენდენცია. დ. შეიძლება სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდეს. უფრო იოლი და სწრაფმავალი ფორმაა სიტუაციური მიზეზით გამოწვეული დ. დ–ის განვითარებას ხელს უწყობს პიროვნების პათოლ–კონსტიტუციური მიდრეკილებები. როცა სიტუაციურ მომენტს დაერთვის პიროვნულ–პათოლ. ფაქტორი, მაშინ მძიმე ფორმის დაავადებაში გადადის. ავადმყოფს სიცოცხლე ტანჯვად და ტვირთად ექცევა, პიროვნება მთლიანად იცვლება, ავლენს დეპერსონალიზაციის /იხ. დეპერსონალიზაცია/. ნიშნებს, ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებს, თავის თავზე ცუდი აზრისაა, უნდა თავი მოიკლას და სხვა. დ–ის ასეთი მძიმე ფორმა აქტიურ მკურნალობას საჭიროებს.