![]() |
![]() | |
ტერ. დ. ტ. შემოტანილია ფს–გიაში ნ. ახის მიერ. აღნიშნავს სუბ-ის მიერ დასმული ამოცანის ანუ მიზნის განმსაზღვრელ მნიშვ. აზროვნებისა და ნებელობის პროცესთა მიმდინარეობაში. მაგ., როცა სუბ-ს რაიმე ამოცანა უჩნდება და აზროვნებას იწყებს, მას თავში ყველა ის წარმოდგენა კი არ მოსდის, რ–იც გამოცდილებით შეუძენია, არამედ მხოლოდ ისეთი, რ–იც დასმული პრობლემის /ამოცანის/ გადაწყვეტისთვის არის საჭირო. აზროვნებისთვის ამოცანის ასეთ მაორგანიზებულ როლს ნ. ახმა დ. ტ. უწოდა
დ. ტ. უპირ. აზროვნების ასოციაციური პრინციპით ახსნას, რ-იც სავსებით მექანიკური პროცესია და ამოცანის, პრობლემის გადაწყვეტას არ გულისხმობს.
დ. ტ. ცნების ნაკლს ხედავენ ტელეოლოგიურ ხასიათში, რომ თითქოს აზროვნების პროცესი და, მაშასადამე, საერთოდ ად-ნის აქტივობა მხოლოდ მიზნითაა განსაზღვრული, რომ იგი ტელეოლოგიგიური ახსნაა და ამიტომ მეცნ. მიუღებელია. მაგრამ აზროვნების პროცესის მოწესრიგებული ხასიათი თავისთავად უეჭველი ფაქტია, რ-იც ყოველგვარი ტელეოლოგიზმის გარეშე გასაგები და მეც. მისაღები ხდება დ. უზნაძის განწყობის ცნების საფუძველზე.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |