Gk. diathesis მიდრეკილებაL. proportio — თანაფარდობა, თანაზომიერება ე. კრეჩმერის მიხედვით: სულიერი განწყობილების ორი საწინააღმდეგოდ დაპირისპირებული პოლუსის — აწეული სულიერი მდგომარეობის და დეპრესიული მდგომარეობის ურთიერთშერევა გარკვეული პროპორციით. ამ პოლუსთა ასეთი პროპორციით ურთიერთშერევა განსაზღვრავს ციკლოთიმიკურისა და ციკლოიდური ტემპერამენტის ტიპებს. განსხვავდება ფსიქესთეზური პროპორციისაგან /იხ. ფსიქესთეზური პროპორცია/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.