პირობითი ნერვული კავშირების ანუ პირობითი რეფლექსების რიგის განმტკიცებული სისტემა, რ-იც განსაზღვრავს ორგანიზმის რეაქციების ინტენსიურობასა და თანამიმდევრობას /ი. პავლოვი/. დ. ს-ის შემუშავება ნიშნავს რ-რც მასში შემავალი ცალკეული პირობითი რეფლექსის განმტკიცებას, ისე ამ რეფლექსთა გაერთიანებას ერთ მთლიან ფუნქციურ სისტემაში. მაგ., როცა ცხოველს შემუშავებული აქეს პირობითი რეფლექსების გარკვეული რიგი, რ-იც მუდამ ერთი და იმავე თანამიმდევრობით ჩნდება, მაშინ ერთ-ერთი მისი წევრის აქტუალიზაცია მთელი სისტემის აღდგენას იწვევს.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.