Gk. dyscolia ცუდ გუნებაზე ყოფნა ცუდი, უსიამოვნო სულიერი განწყობილება, უარყოფითი განცდები, ამღვრეული გუნება. ი. ბანზენის ქარაქტეროლოგია ტკივილის ამტანობის თვალსაზრისით განასხვავებს ადამიანთა ორ ტიპს: „დისკოლურს“ და „ევკოლურს“, დისკოლური ტიპი წინააღმდეგ ევკოლურისა, ვერ უძლებს მცირე ტკივილსაც კი /ფიზ. თუ სულიერს/. ევკოლური, პირიქით, გამძლეა ტკივილისადმი /იხ. პოზოდინიკი/.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.