ფს-გიაში უპირ. უშუალო გამოცდილებაში მოცემულ ფსიქიკურ ფენომენებს და აქტებს. მაგ., წარმოდგენას, მეხსიერებით აღდგენილ რ-მე შინაარსს, რ–იც აი ახლა მე მაქვს, გრძნობა ემოციას, რ−თაც ამჟამად განვიცდი და ყველაფერი ეს დროში მიმდიარე ფს–კური მოვლენებია. დ. კი, არც გამოცდილებაშია უშუალოდ მოცემული და არც დინამიკურ–აკუტური განცდაა. ის ფენომენებისა და აქტების საფუძველია, უნარია, რ–იც მათ რეალიზაციას შესაძლებელს ხდის. მაგ., ადამიანს ყოველთვის არ ახსოვს წარსლი ფაქტები, მაგრამ მას ყოველ მომენტში შეუძლია ისინი გაიხსენოს. გახსენების ეს შესაძლებლობა, ეს უნარი, მიდრეკილება, ტენდენცია, რ-იც ქრონიკული ხასიათისაა – მეხსიერების დ-დ ითვლება. იგივე ითქმის აზროვნების, ნებელობის, ან გრძნობის დ–ის შესახებ. ყოველი აქტუალობა გულისხმობს პოტენციალობას /ვ. შტერნი/. დ. პოტენციურად მოცემული შესაძლებლობაა, ქრონიკული ტენდენციაა. დ. ფორმალურ ჰიპოთეზური ცნებაა ფსიკურ მოვლენათა ახსნის მიზნით შემოტანილი ფს–გიაში. ამ აზრით იგი ექსპლიკაციური /ახსნითი/ ცნებაა ფს–გიაში. დ-ის ცნება ფართოდ გამოიყენება განსაკუთრებით პერსონალისტიკაში /პიროვნების ფს-გიაში/. დღეს ლაპარაკია მთლიან–პიროვნულ ხასიათზე, თვისებებზე, მზაობებზე მოწოდებაზე. ყველა ესენი ქრონიკული ან ნახევრად ქრონიკული დ–ებია.