| | |
ფს–გიაში-ცნობიერების მონაწილეობის გარეშე მიმდინარე მოქმედება. განასხვავებენ:
1. თანდაყოლილ, ანუ საკუთრივ ავტომატურ მოქმედებას, რ-იც მუდამ ცნობიერების დაუხმარებლად სრულდება.
2. ე. წ. ავტომატიზებულ მოქმედებას, რ–იც ჯერ ცნობიერების მონაწილეობით მუშავდება საგანგებო სწავლა-ვარჯიშის გზით, შემდეგ კი ცნობიერების დაუხმარებლად სრულდება. ასეთია ად-ნის ჩვევები და ჩვეულებები. სწავლის გზით შეძენილ ჩვევებს და ჩვეულებებს ად-ნთან სხვანაირად „მეორეულ ავტომატიზმებს“ უწოდებენ, განსხვავებით „პირველადი ავტომატიზმისაგან“. „პირველად ავტომატიზმებს“ მიეკუთვნება ინსტინქტები, უპირობო რეფლექსები. მათი განხორციელება დაკავშირებულია ც. ნ. ს-ის ქერქქვეშა ცენტრებთან. „მეორეული ავტომატიზმებია“ კითხვის, წერის, ანგარიშის, მეტყველების ჩვევები; ყოველი პროფესიული და სპორტული ჩვევა და სხვა. მათი შემუშავება და ფუნქციობა დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქთან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |