A E

და დე დი დო დრ დუ დღ
დომ

დომინანტის თეორია

L. dominans გაბატონებული

ფიზიო თეორია შემუშავებული და შემოღებული რუს ფიზიოლოგ ა. უხტომსკის მიერ. დ. თ-ის.მიხედვით ც. ნ. ს-ზე მრავალი გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად, თავის ტვინში ერთდროულად აგზნებულ კერათა შორის ერთი, ყველაზე უფრო ინტენსიური გაღიზიანების კერა იკავებს გაბატონებულ მდგომარეობას დომინანტობს, ის თავისკენ იზიდავს სხვა კერებში აღმოცენებულ უფრო სუსტ აგზნებას და მათ ხარჯზე თვითონ ძლიერდება. ი. პავლოვმა დ. თ. საფუძვლად დაუდო პირობითი რეფლექსების ახსნას.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9