![]() |
![]() | |
მოვლენათა თანამიმდევრობის განცდა აღქმაში მოცემული საგნების სუბიექტზე ზემოქმედების ზანგრძლივობაზეა დაფუძნებული. ცნობილია, რომ, რ-რც შინაგანი, ისე გარეგანი სამყაროს მოვლენათა ზემოქმედება სუბ-ზე გარკვეული ხანიერობით /ხანგრძლივობით/ ხასიათდება: აღმქმელმა ყოველთვის იცის, რომ საგანი ეძლევა მას აი ახლა, დროის ამ მონაკვეთში, რ-აც აწმყო ეწოდება. აღქმა ყოველთვის აწმყოში მიმდინარეობს. სწორედ ეს აწმყოა, აღქმას წარმოდგენისაგან რომ განასხვავებს. აწმყოს, რ-რც განცდას, გარკვეული ხანგრძლივობა ახასიათებს. ფს-გიურად აწმყო დროის ის მონაკვეთია, რ-შიც საგანი ან მოვლენა ჩვენში ერთ მთლიან განცდად აისახება. მაგ., მესმის საათის რეკვა, რ-იც არ დამითვლია, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რამდენჯერ დარეკა, რადგან მაქვს მისი მთლიანი აღქმა. აწმყო სწორედ დროის ის მონაკვეთია, რ-იც საჭიროა, რომ რამდენიმე გაღიზიანება /ამ შემთხვევაში რამდენიმე დარეკვა ერთ მთლიან განცდაში აისახოს.
განასხვავებენ უმოკლეს აწმყოსა და მაქსიმალურ აწმყოს უმოკლესი აწმყო - „ფსიქიკური პრეზენტობის დრო“ /ვ• შტერნი/ –ანუ ობიექტური დროის ის მინიმალურ ხანგრძლივობა, რომელიც აუცილებელია, რომ ორი რამდენიმე გამღიზიანებლის აღქმა ერთ მთლიან განცდაში აისახოს. მაქსიმალური აწმყო ობიექტური დროის ის ხანგრძლივობა, რომელშიც თანაბარი ინტენსივობით და ინტერვალით მიწოდებულ გაღიზიანებებს /მაგ., მეტრონომის რხევას/ შეუძლია ერთ მთლიან აღქმად გაერთიანდნენ, მაგრამ ამის იქით, გაღიზიანების მომატებისას, მათი მთლიანი აღქმა უკვე არ შეიძლება.
აწმყოს გარდა დროის აღქმაში დასტურდება აგრეთვე წარსულისა და მომავლის განცდა. აწმყო მდინარებაა, მოძრაობაა. ის, ერთი მხრივ, წარსულს ემიჯნება, მეორე მხრივ, – მომავალს. თვით აწმყო ყოველთვის გარდამავალ მდგომარეობაშია. ამიტომ განმტკიცებულია აზრი, რომ მათემატიკურ აწმყოს, ლოგიკური თვალსაზ. ხანგრძლივობა არა აქვს. ფს-გიურად კი, რ-რც ზემოთ დავინახეთ, აწმყოს ხანგრძლივობა აქვს. ამიტომ ფს-გიური აწმყო მათემატიკურ აწმყოს არ უდრის.
დროის განცდის განსაზღვრაში ყველა მოდალობები ღებულობს მონაწილეობას —სმენის, მხედველობის, შეხების, კინესთეტური და სხვა. განსაკუთრებული ადგილი უჭირაეს რიტმის ზემოქმედებას, რ-იც შემოდის ჩვენში, რ-რც აკუსტიკურის, ისე – მხედველობის გზით და რ-აც დროის განცდის ფორმირებაში დიდი წვლილი შეაქვს.
ხანიერობის შეფასება სუბ-ურობით ხასიათდება, მაგ., ობიექტური დროის ერთი და იგივე მონაკვეთი მოლოდინის შემთხვევაში მეტად გრძლად გვეჩვენება /„დრო არ თავდება“, ხოლო რაიმე საინტერესო საქმის კეთების პროცესში. ძალიან მოკლედ / დრო გარბის“/. მოლოდინის შემთხვევაში დრო ერთფეროვანი განცდითაა დაკავებული, საინტერესო საქმის კეთებისას მრავალფეროვანი განცდით. უკანასკნელ შემთხვევას ფს-გიაში „სავსე დროის კანონს“ უწოდებენ. ორივე აღწერილ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. „დროის განცდებით შევსებადობის კანონთან“.
დროის განცდის სუბ-ურობაზე ემოციური ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს სუბ-ის მიერ სასიამოვნო ან უსიამოვნო შინაარსისგან - ცდის სახით, ემოციური ფაქტორის ზეგავლენით გამოწვეული დროის შეფასების სუბ-ურობას „დროის აღქმის ემოციით განსაზღვრულობის კანონს“ უწოდებენ. არსებობს დროის აღქმის წარმოშობის ორი თეორია: ნატივიზმი /იხ.ნატივიზმი და გენეტიზმი/.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |