ბორეალური რეგიონის ზოოგეოგრაფიული ოლქი. მოიცავს ბარენცის ზღვის დიდ ნაწილს, ნორვეგიის, ჩრდილოეთსა და ბალტიის ზღვებს, გრენლანდიის აღმოსავლეთი სანაპიროს ლიტორალს, ატლანტიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. მასზე დიდი გავლენა აქვს ჰოლფსტრიმს. აქ გავრცელებულია ვეშაპისნაირები, ნამდვილი სელაპები, ენდემური ბისკაის ვეშაპი, თეთრსახა დელფინი, ჩვეულებრივი ალკა. ტროპიკულ ნაწილში კი ფართოდაა წარმოდგენილი მარჯნის პოლიპები, სიფონოფორები, მოლუსკები, რგოლოვანი ჭიები, გარსიანები; თევზებიდან - ზვიგენები და სკაროსები. ქვეწარმავლებიდან - ზღვის კუები და გველები; ფრინველებიდან: ფაეტონები და ფრეგატები; ძუძუმწოვრებიდან – კაშალოტები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.