ხერხემლიან ცხოველთა პირის ღრუში განლაგებული ძვლოვანი წარმონაქმნები (ზოგჯერ განლაგებულია ხახაზე, ხახაში და სხვ.) ემსახურება საკვების მოგლეჯას (მონოდონტური კ-ბი), მექანიკურ დამუშავებას, დაქუცმაცებას (ძუძუმწოვრების დიფერენცირებული კ-ბი). ევოლუციურად თევზების პლაკოიდური ქერცლისაგანაა წარმოშობილი. კ-ბი ძირითადად დენტინისაგან შედგებიან; გვირგვინი დაფარულია მინანქრის შრით. კ-ში არის არხი, რომელშიც მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვანი პულპა; აქ მრავლადაა სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.