ფრინველებში აღწერილი ორგანო, რომელიც განლაგებულია კლოაკის დორსალურ ზედაპირზე. მისი ფუნქციაა B სისტემის იმუნიტეტის აქტიურობა. ძუძუმწოვრებში ფაქტიურად მისი ფუნქციური ექვივალენტია ძვლის ტვინი, ზოგი მკვლევარის აზრით - ნაწლავის ლიმფური ფოლიკულები. სახელი დაერქვა ფაბრიციუს აკვეპენდენტეს (1533-1619) საპატივცემულოდ, რომელმაც იგი პირველად აღწერა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.