ცოცხალი ორგანიზმის მიერ თავისი მსგავსის აღწარმოების უნარი. არსებობს გ-ის 2 ძირითადი ტიპი: უსქესო, რომლის დროსაც ერთი მშობელი ინდივიდი საწყისს აძლევს 2 ან მრავალ ინდივიდს; ისინი მემკვიდრული თვისებების მიხედვით მშობლის იდენტურია და სქესობრივი, როდესაც გამრავლებაში მონაწილეობს მდედრი და მამრი (ჰერმაფროდიტებში ორივე სასქესო სისტემა ერთ ინდივიდშია), თითოეული იძლევა სპეციფიურ გამეტას (კვერცხუჯრედს და სპერმატოზოიდს), ხდება გამეტების შერწყმა და წარმოიშვება ზიგოტა სქესობრივი გამრავლების არარეგულარულ ტიპად მიჩნეულია პართენოგენეზი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.