Gk. (მითოლოგია)-Hermaphroditos - ჰერმესისა და აფროდიტეს ვაჟი, შეერთებული ღმერთების მიერ ნიმფა – სალმანიკასთან ისე, რომ მათი სხეულები ქმნიან ერთ ორსქესიან არსებას. ერთ ორგანიზმში მამრისა და მდედრის ნიშნების თანაარსებობა. არჩევენ ინტერსექსუალობას, როდესაც გამოხატულია ორივე სქესის ნიშნები (გარდამავალი მამრიდან მდედრისაკენ), ჰინანდრომორფიზმს (სხვადასხვა სქესის ნიშნების მოზაიკურ განაწილებას), საკუთრივ პ-ს (მამრობითი და მდედრობითი სასქესო ჯირკვლების თანაარსებობა ერთ ინდივიდში), ანომალურ (პათოლოგიურ) ჰ-მს, რომელიც შეიძლება გვხვდებოდეს ნორმალურად ცალსქესიან ცხოველებში და სხვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.