სქესობრივი გამრავლების დროს მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმა, რის შედეგადაც მიიღება ზიგოტა, ერთხელ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მეორედ ვერ განაყოფიერდება. სპერმატოზოიდის შეღწევა კვერცხუჯრედში მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე ხდება: ნაწლავღრუიანებსა და ეკალკანიანებში - მეიოზის შემდეგ; ხერხემლიანებში – მეტაფაბის დროს: ზოგ ცხოველში - ორციტის სტადიაზე (ასკარიდა). გ.ბა შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი – განაყოფიერება ხდება ორგანიზმში ან ორგანიზმის გარეთ. უმრავლესობაში ის შინაგანია; გარეგანი გ-ბა დამახასიათებელია ძვლოვანი თევზებისათვის, ამფიბიებისათვის, მრავალი უხერხემლოსათვის. ზოგ ჰერმაფროდიტს ახასიათებს ჯვარედინი გ-ბა (ჭიაყელა), ზოგს კი თვითგანაყოფიერება (ზოგი უმარტივესი). ყველაზე მარტივი ფორმაა უჯრედების შერწყმა, ბირთვების შერწყმის გარეშე (პლაზმოგამია) – დამახასიათებელია ამებებისათვის. სხვა უმარტივესებში მიმდინარეობს კარიოგამია რასაც თან ახლავს ბირთვული აპარატის გარდაქმნა. ამ შემთხვევაში ხორციელდება კოპულაცია-გამეტების სრული შერწყმა და კონიუგაცია – ორი უჯრედის დროებითი შეერთება. ზოგჯერ ბირთვული აპარატის ცვლილებები მიმდინარეობს ერთ უჯრედში (აუტოგამია) სხვა უჯრედთან შერწყმის გარეშე.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.