მონელების ისეთი ფორმა, როდესაც საკვები ნაწილობრივ მომხმარებელი ცხოველის სხეულის გარედ მოინელება. მაგ. ობობებს მსხვერპლის სხეულში ჯერ შეყავთ მომნელებელი წვენი, რომელიც ნაწილობრივ ინელებს მსხვერპლის შიგთავსს, შემდეგ კი ობობა იწოვს ნახევრადმონელებულ საკვებს. გ.მ. ახასიათებთ აგრეთვე ფიტოპარაზიტული ნემატოდებს, პოგონოფორებს და ხერხემლიანებიდან – მრგვალპირიანებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.