სახელმწიფო და საზოგადოებრივ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც განაპირობებს ბუნებრივი სიმდიდრის დაცვას, რაციონალურ ექსპლოატაციას, აღდგენასა და აღწარმოებას. მოიცავს ატმოსფეროს ჰაერის, წყლების, წიაღსეულის, ბუნებრივი სავარგულების, მცენარეული საფარისა და ცხოველთა სამყაროს დაცვას. ადამიანისათვის ნორმალური საარსებო პირობების შენარჩუნებას. გარემოს დაცვას ყოველგვარი გაჭუჭყიანებისაგან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.