Gk. ektos- გარე, გარედან + derma - კანი, ტყავი გასტრულის გარეთა ჩანასახოვანი ფურცელი. აგრეთვე ორშრიანი ცხოველების გარეთა შრე. ექტოდერმიდან წარმოიქმნება გარე საფარველი და მისი წარმოებულები. კანის ჯირკვლები, უხერხემლოების გარეთა ჩონჩხი, ნერვული სისტემა, გრძნობათა ორგანოები, წინა და უკანა ნაწლავების ეპითელიუმი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.