გასტერ... მრავალუჯრედიანი ცხოველების ჩანასახოვანი განვითარების სტადია, რომელიც მოსდევს ბლასტულის სტადიას. ამ სტადიაზე ჩანასახი წარმოადგენს ორშრიან პარკს, რომლის ღრუ (გასტროცელი) გარემოს უკავშირდება ხვრელით – ბლასტოპორით (პირველადი პირით). გ-ის გარეთა შრეს ეწოდება ექტოდერმა, შინაგანს – ენტოდერმა. ეს შრეები წარმოადგენენ პირველად ჩანასახოვან ფურცლებს. გ-ის აგებულება სხვადასხვა ცხოველში განსხვავებულია. რაც დამოკიდებულია კვერცხის ტიპზე და ჩანასახის ცხოვრების ნირზე. ცხოველების უმრავლესობის გ-ა მოთავსებულია კვერცხის გარსებში ან ვითარდება დედისეულ სხეულში, ხოლო მრავალ ნაწლავღრუიანებისათვის დამახასიათებელია თავისუფალი ლარვა პლანულა ყველა მრავალუჯრედიანისათვის გ-ის არსებობა მოწმობს მათი წარმოშობის ერთიანობას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.