XIX საუკუნის 70-იან წლებში ე. ჰეკელის მიერ დამუშავებული თეორია პირველადი მრავალუჯრედიანების წარმოშობის შესახებ. მრავალუჯრედიანი ცხოველების ემბრიონული განვითარებისათვის დამახასიათებელი ბლასტულისა და გასტრულის სტადიებს ავტორი თვლიდა ევოლუციური პროცესის გამეორებად. მისი აზრით, ორშრიანი სტადია გასტრეა წარმოიშვა ერთშრიანი ბლასტეას ჩაზნექვის. გზით. ი. მეჩნიკოვის აზრით, ორშრიანობა — უჯრედების იმიგრაციის შედეგია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.