გასტერ...გასტრულის წარმოქმნის პროცესი. არჩევენ მისი წარმოქმნის 4 წესს: 1. იმიგრაცია ან ჩასახლება უჯრედების ნაწილი იძირება ბლასტულაში და წარმოქმნის ენტოდერმას. ეს წესი დამახასიათებელია ნაწლავღრუიანებისათვის. 2. ინვაგინაცია ანუ შეზნექვა – ვეგეტაციური პოლუსიდან ბლასტულის კედლის ნაწილი თანდათანობით ბლასტულაში იზნიქება და ქმნის ენტოდერმას; ეს წესი დამახასიათებელია ხერხემლიანებისათვის. 3. დელამინაცია ანუ დაშრიანება უჯრედები ზედაპირის კონცენტრულად იყოფიან და კედელი ორშრიანი ხდება. ეს წესი ახასიათებს იმ ცხოველებს, რომელთაც კვერცხის დანაწევრების შედეგად ბლასტულის ნაცვლად წარმოექმნებათ მორულა. 4. ეპიბოლია ანუ შემოზრდა – ყვითრით მდიდარი უფრო დიდი უჯრედები (მაკრომერები), იფარებიან (შემოიზრდებიან) წვრილი უჯრედებით (მიკრომერებით), შიგნით აღმოჩნდებიან და წარმოქმნიან ენტოდერმას (სავარცხლურები. ზოგი ჭიები და მოლუსკები). ცხოველების უმრავლესობას ახასიათებს ამ სხვადასხვა წესის კომბინაცია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.