Gk. გასტერ... + zoon – ცხოველი + eidos სახეობა სიფონოფორების პოლიმორფული კოლონიის მკვებავი ინდივიდი; წარმოადგენს პოლიპს, რომელსაც აქვს პირი და გასტრალური ღრუ. გ-ის ფუძესთან არის გრძელი დატოტვილი საცეცი, რომელზეც მრავლადაა მსუსხავი უჯრედები. რაც ხელს უწყობს მსხვერპლის დაჭერას. გ-ი შედის კორმიდიუმის შემადგენლობაში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.