ორგანოები, რომლებიც აღიქვამენ ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებას. უხერხემლოებში განლაგებულია საყლაპავში, პირის ნაწილებზე, ზოგჯერ კიდურებზე (მაგ. პეპლები). ხერხემლიანებში წარმოდგენილია გემოვნების დვრილებით, რომლებიც ძირითადად პირის ღრუსა და ხახაშია განლაგებული (ჰერბსტის უჯრედები), უმდაბლეს ქორდიანებში – ჰატჩეკის ფოსო.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.