სქესობრივი გამრავლების ორგანოები. მათ მიეკუთვნება სასქესო ჯირკვლები ანუ გონადები, გამომტანი არსები ან სადინარები, საკოპულაციო ორგანოები (შინაგანი განაყოფიერების შემთხვევაში). დამატებით ორგანოებს მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯირკვლები, სათესლე ჩანთები, თესლმიმღები. ცოცხალმშობ ცხოველებს აქვთ, აგრეთვე, საშვილოსნო და მასთან დაკავშირებული ელემენტები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.