ფოლიკულური უჯრედების გროვა, რომელიც წარმოიქმნება ძუძუმწოვრებში ოვულაციის შემდეგ. არჩევენ ორსულობის ყ.ს-ს (წარმოშობა გახეთქილი გრააფის მუშტუკის ადგილზე განაყოფიერების შემთხვევაში და ფუნქციონირებს როგორც დროებითი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, აყოვნებს სხვა კვერცხუჯრედების მომწიფებასა და ოვულაციას) და ცრუ ყ.ს-ის (რომელიც წარმოიქმნება თუ განაყოფიერება არ მოხდა და მალე განიწოვება).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.