ყბ ყვ ყნ ყუ
ყურ

ყური

ხერხემლიანთა სმენისა და წონასწორობის ორგანო; არჩევენ შიდა (ლაბირინთი), შუა (დაფის აპკის ღრუს) და გარეთა ყ-ს. შიდა ყური აქვს ყველა ხერხემლიანს. შედგება ლოკოკინისა და ნახევარრკალოვანი არხებისაგან. ძუძუმწოვრების შიდა ყ-ში განლაგებულია კორტიის ორგანო, ნახევარრკალოვან არხებში წონასწორობის ორგანოს რეცეპტორული აპარატი (ვესტიბულარული აპარატი); შუა ყური აქვთ მხოლოდ ხმელეთის ხერხემლიანებს. ძუძუმწოვრებს კარგად აქვთ განვითარებული გარეგანი ყური - ნიჟარით.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9