გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გრა გრე გრძ

გრძნობათა ორგანოები

ორგანოები, რომლებიც აღიქვამენ და აანალიზებენ გარემოდან მიღებულ გაღიზიანებებს; ხასიათდებიან მრავალფეროვნებით. ითვლება, რომ არის 5 გ.ო.: გემოვნების, ყნოსვის. შეხების. მხედველობისა და სმენის. სხვადასხვა უხერხემლოებს აქვთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი გ. ო-ები: მტკნარი წყლის წამწამიან ჭიებს – აურიკულარული, პოლიქეტებს – ნუქალური, მწერებს – ტიმპანალური. მრავალფეხებს – ლეიდინის. მორიელებს – სავარცხლისებრი და სხვა. მაღალორგანიზებულ ცხოველებში გ.ო. ძლიერაა სპეციალიზებული. არსებობს აზრი, რომ ფრინველებს გააჩნიათ მაგნეტიზმის მგრძნობელობა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9