რთული თვალი, რომელიც შედგება მრავალი თვალაკისაგან – ომატიდიებისაგან დამახასიათებელია ფეხსახსრიანებისათვის. ზოგიერთ ბუზს თვალში აქვს 30 ომატიდი, კიბოსნაირებს – 300-მდე, ნემსიყლაპიებს - 12700, ზოგიერთ კიბოს - 2500. ცალკეული ომატიდების ბროლები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ტიხრებით, რის გამოც თვალის ზედაპირი ფასეტურ ფორმას იღებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.