სა სე სვ სი სკ სმ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სუბ სუგ სუნ სუპ სუქ

სუნთქვის პიგმენტები

ქრომოპროტეიდების ჯგუფის ნივთიერებები, რომელთაც ჟანგბადთან ადვილი შეერთების უნარი აქვთ და ასევე ადვილად კარგავენ მას. უხერხემლოებში მოთავსებულია ჰემოლიმფაში ან სისხლის პლაზმაში. ხერხემლიანებში მხოლოდ ფორმიან ელემენტებში. ცხოველებში ყველაზე მეტად გავრცელებული ს.პ-ია ჰემოგლობინი (ხერხემლიანებში და ზოგ უხერხემლოში), ჰემოციანინი (უმაღლეს კიბოებში, ზოგიერთ კიბოსნაირებში, მწერებში, მოლუსკებში). სისხლს აძლევს მოლურჯო ფერს; ჰემერითრინი (რგოლოვან ჭიებში), რომელიც განაპირობებს სისხლის ვარდისფერ შეფერილობას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9