მრავალუჯრედიანი ცხოველების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის დამახასიათებელი სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანო. მისი რითმული შეკუმშვა განაპირობებს სისხლის მოძრაობას სისხლძარღვებში. უხერხემლოებში წარმოდგენილია ზურგის კუმშვადი სისხლძარღვით ან უკვე დიფერენცირებული ცალკე ორგანოთი. უქალოებში მფეთქავი მუცლის აორტით, ე.წ. „ლაყუჩების გულებით“. ხერხემლიანებში ყოველთვის კარგადაა ჩამოყალიბებული.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.