ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებების კანონზომიერი პროცესი. რომლის დროსაც ქვეითდება ადაპტაციური უნარი და იზრდება ორგანიზმის დაღუპვის ალბათობა. დამოკიდებულია სახეობისათვის დამახასიათებელ სიცოცხლის ხანგრძლიობაზე. დ-ბა მიმდინარეობს ჰეტეროქრონულად სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში სხვადასხვა სიჩქარით და პეტეროტოპურად სხვადასხვა სტრუქტურებში სხვადასხვა ხარის-ით. დ-ის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს შეუქცევადი ცვლილებები მოლეკულურ-გენეტიკურ დონეზე: დნმ-ის შეუქცევადი დარღვევები, არათანაბარი ცვლილებები რნმ-ისა და ცილების სინთეზში, ცვლილებები გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის სისტემაში და სხვა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.