და დე დი დო დღ
დია დიგ დივ დიმ დინ დიპ დის დიტ დიფ

დიაპაუზა

Gk. dia-ზე
L. pausa - გაჩერება, შეწყვეტა
ფეხსახსრიანების (განსაკუთრებით მწერების) ზრდისა და განვითარების შეწყვეტა და ნივთიერებათა ცვლის მკვეთრი შენელება, რომელიც წარმოადგენს შეგუებას არახელსაყრელი პირობების გადასატანად (ზამთარი, გვალვა). ზაფხულის დიაპაუზა ცნობილია ესტივაციის, ხოლო ზამთრისა - ჰიბერნაციის სახელით. დიაპაუზა შეიძლება იყოს ემბრიონული, ლარეული, ჭუპრისა და იმაგინალური. დ-ის დასაწყისსა და დამთავრებას არეგულირებს ჰორმონალური სისტემა. სიგნალის როლს ასრულებს ფოტოპერიოდიგმი და გარემოს ექსტრემული გავლენა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9