ცხოველურ ორგანიზმებში გამეტების დაახლოება, რაც წინ უძღვის განაყოფიერებას. დათესვლას ხელს უწყობს მდედრისა და მამრის გამეტების ერთდროული მომწიფება და მათი გამოტანა სასქესო გზებით. დათესვლა ან გა- რეგანია ან შინაგანი. არსებობს დათესვლის შუალედური ფორმა - გარეგან-შინაგანი, როდესაც მამრი სასქესო პროდუქტებს გარედ გამოყოფს წვეთების ან სპერმატოფორების სახით და მდედრი მათ აქტიურად მიიტაცებს (დამახასიათებელია ნიადაგში ბინადარი მრავალი ფეხსახსრიანისათვის და კუდიანი ამფიბიებისათვის).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.