უსქესო გამრავლების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც შვილეული ინდივიდები წარმოიქმნებიან დედისეული ორგანიზმის ქსოვილებისაგან ან უჯრედიდან. გავრცელებულია უმარტივესებში, ღრუბელებში, ნაწლავღრუიანებში, ზოგიერთ ჭიებში, ხავსელებში, გარსიანებში. დ-ა შეიძლება იყოს გარეგანი ან შინაგანი (მტკნარი წყლის ღრუბელას ჰემულები). თუ შვილეული ინდივიდები დედისეულს არ მოსცილდებიან, წარმოიშობა კოლონიები.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.