1. ინდივიდების ჯგუფები, რომლებიც წარმოიქმნებიან უსქესო გამრავლების შედეგად (არქიტომია, პარატომია, დაკვირტვა და სხვ.), სადაც შვილეული ორგანიზმები მშობლიურზე მიმაგრებულნი რჩებიან. კ-იის ყველა წევრი იწოდება ზოოიდებად ან აქვთ სხვა დასახელება (მაგ. პიდრანტები ჰიდროიდული ნაწლავღრუიანების კოლონიებში). კ-ია შეიძლება შედგებოდეს ერთნაირი (მონომორფული კ-ნია) ან განსხვავებული (პოლიმორფული კ-ნია) ინდივიდებისაგან. პოლიმორფული კოლონიის უმარტივესი ფორმაა დიმორფიზმი: დაყოფა უსქესო (პოლიპები) და სქესობრივ (მედუზოიდი) ინდივიდებად. 2. რომელიმე სახეობის ერთად მცხოვრები ინდივიდების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ საერთო თავშესაფარი ან საცხოვრებელი ადგილი (მაგ. საზოგადოებრივი მწერები, ღამურები და სხვ.) ან მჭიდროდ განლაგებული ბუდეები (ფრინველთა კოლონიები, ფრინველთა ბაზრები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.