Gk. acron — მწვერვალი, კიდე + melas – შავი. შეფერილობის მემკვიდრული თავისებურება, რომლის დროსაც ალბინიზმისაგან განსხვავებით, ორგანიზმი არაა მთლად მოკლებული პიგმენტ მელანინს. ასეთი ცხოველის კანი, ბეწვი და თვალის ბადურა უპიგმენტოა, ხოლო ყურები, კუდი, დინგი და თათები შეფერილია.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.