სწავლება ორგანული სამყაროს განვითარების კანონზომიერებათა შესახებ. ჩ. დარვინის (1809-1882) მიერ ეს თეორია ჩამოყალიბებული იყო მის ძირითად ნაშრომში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით ანუ ხელსაყრელი ჯიშების შენარჩუნება სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859) და შემდგომში საფუძვლად დაედო თანამედროვე ევოლუციურ თეორიას.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.