Gk. haima- სისხლიL. lympha - სითხე სითხე, რომელიც მოძრაობს სისხლის მიმოქცევის ღია სისტემაში (ფეხსახსრიანები, მოლუსკები). ფუნქციურად შეესატყვისება სისხლის მიმოქცევის დახშული ტიპის მქონე ცხოველების სისხლსა და ლიმფას. მისი მეშვეობით ხდება გაზების, საკვებისა და დაშლის პროდუქტების ტრანსპორტირება (ზოგიერთ ცხოველში გაზების ტრანსპორტირება წარმოებს სხვა საშუალებით - ტრაქეებით).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.