L. degenerare - გადაგვარება 1. იგივე, რაც ორგანოების რედუქცია. განარჩევენ ზოგადად დეგენერაციას ანუ მორფოფიზიოლოგიურ რეგრესს (მაგ. მოძრაობის. მომნელებელი ორგანოების რედუქცია, მიმაგრების ორგანოების ძლიერი განვითარება და სხვ.). ზოგადი დეგენერაცია ემსახურება ბიოლოგიურ პროგრესს (იხ.) ამ თვალსაზრისით ტერმინი დეგენერაცია სავსებით სამართლიანი არაა. 2. ცხოველმყოფელობის უნარის შემცირება არახელსაყრელ გარემო პირობებთან დაკავშირებით. 3. ორგანოს ან მისი ნაწილის დაშლა ინდივიდუალური განვითარების პროცესში. მაგ. თავკომბალების კუდის გაქრობა ან მეტამორფოზის დროს მუხლუხოების სააბრეშუმე ჯირკვლების დაშლა და გაქრობა (ატროფია).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.