მკვრივი ძვლოვანი ქსოვილი, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი სახესხვაობაა და წარმოქმნის ხერხემლიანთა კბილის და თევზების პლაკოიდური ქერცლის ძირითად მასას. დენტინი დაღარულია მრავალი არხით, რომლებშიც განლაგებულია უჯრედების – ოდონტობლასტების მორჩები. ზოგიერთი თევზის ქერცლი შედგება დენტინის სახესხვაობისაგან – ვაზოდენტინისაგან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.