ეპი + derma – კანი
კანის გარეთა შრე. ექტოდერმული წარმოშობისაა. წარმოადგენს მრავალშრიან ეპითელურ ქსოვილს, რომელიც შედგება ცილინდრული ან პრიზმული უჯრედებისაგან. ზედაპირული განლაგებისას ისინი იღებენ შებრტყელებულ ფორმას. ე-დან ვითარდება რქოვანი წარმონაქმნები (თმა და მისი დერივატები - ეკლები. ჯაგრები. ფიბრილები, ქერცლები, ბუმბული, ბრჭყალები. ფრჩხილები, ჩლიქები, რქები და აგრეთვე კანის ჯირკვლები და პიგმენტები).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.