ჩა ჩვ ჩი ჩლ ჩო ჩხ
ჩან

ჩანასახოვანი გარსები

ჩანასახოვანი გარსები − გარსები, რომლებიც გარს აკვრია ჩანასახს. მრავალ ცხოველში წარმოდგენილია კვერცხის გარსებით, რომლებშიც ჩანასახი გამოჩეკამდე ვითარდება. არჩევენ 3 ტიპის საკვერცხე გარსს: პირველადი - წარმოიქმნება თვით კვერცხის მიერ განვითარების პროცესში ჯერ კიდევ საკვერცხეში, ზოგჯერ განაყოფიერებისთანავე (ახასიათებს ყველა მრავალუჯრედიან ცხოველს ღრუბელების გარდა); მეორადი - წარმოიქმნება ფოლიკულური უჯრედების ხარჯზე, განსაკუთრებით დამახასიათებელია ფეხსახსრიანებისათვის და ქორიონად იწოდება; მესამეული – ვითარდება კვერცხის გარშემო სასქესო გზების ჯირკვლების მოქმედების ხარჯზე (ცილოვანი, ნაჭუჭისა, რქოვანი და სხვ.). პირველად და მეორად გარსებში ხშირად არის მიკროპილე. კვერცხი, როგორც წესი, დაფარულია სამივე ჩ.გ.-ით. უმაღლეს ხერხემლიანებს აქვთ საკუთრივ ჩ.გ- ბი, რომლებიც წარმოიქმნებიან ჩანასახის განვითარების პროცესში, კვერცხის გარსებისაგან დამოუკიდებლად. ეს არის ამნიონი, რომელიც ახასიათებს აგრეთვე მორიელებს, ზოგიერთ მწერს და სხვა უხერხემლოებს და ალანტოისი. ძუძუმწოვრების უმრავლესობას ყველაზე ადრე უვითარდება კიდევ ერთი გარსი ტროფობლასტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება კავშირი საშვილოსნოს ლორწოვან გარსსა და ჩანასახს შორის. ტ- ის ზედაპირი იფარება ხაოებით ამ დროისათვის მას უწოდებენ ხაოიან გარს ანუ ქორიონს, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო ფეხსახსრიანების ამავე დასახელების გარსთან.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9