ორგანიზმი, რომლის სხეულზე ან მის შიგნით ბინადრობენ პარაზიტები. მ-ლი შეიძლება იყოს შუამავალი (შუალედური) და საბოლოო (დეფინიტური). ზოგი პარაზიტის განვითარების ციკლში არის რამდენიმე შუალედური მ-ლი. შუალედური არის ის მ-ლი, რომელშიც ვითარდება პარაზიტის ლარვული სტადიები, ხოლო საბოლოო, რომელშიც ბინადრობს ზრდასრული, სქესმწიფე პარაზიტი.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.