L. digressio – გადახრა, უკან დახევა ეკოსისტემის მდგომარეობის გაუარესება გარემოს ფაქტორებისა და ადამიანის ზემოქმედების შედეგად. დ-ია შეიძლება იყოს ენდოდინამიური (მაგ. ნიადაგის ზედაპირის ბიოგენური დამლაშების დროს), ანთროპოდინა მიური (საძოვრების ჭარბძოვების პირობებში), ეგზოდინამიური (ნიადაგის მეორადი დამლაშების, ხანგრძლივი დატბორებისა და სხვ. დროს). დ-ის საბოლოო ფაზაა კატაცენოზი ანუ მოცემული ეკოსისტემის რღვევა.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.