Gk. trophe - კვება + blast ამონაზარდი ძუძუმწოვრების ერთ-ერთი ჩანასახოვანი გარსი, ბლასტოცისტის გარეთა უჯრედოვანი შრე, რომლის მეშვეობითაც საკვები ნივთიერებანი მშობლის ორგანიზმიდან ჩანასახოვან კვანძში გადადის. ტ-ის უჯრედები განსხვავდებიან ჩანასახოვანი კვანძის უჯრედებისაგან უფრო მცირე ზომით და ციტოპლაზმაში რნმ-ისა და ტუტე ფოსფატაზის უქონლობით. ტ-ი მონაწილეობას იღებს პლაცენტის ჩამოყალიბებაში.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.