სეგმენტებს შორის არსებული შინაგანი ორშრიანი ტიხარი, რომელსაც წარმოქმნის პერიტონეალური ეპითელიუმი. სეგმენტირებულ ცხოველებში განივად ყოფს სხეულის მეორად ღრუს (ცელომს) სეგმენტების რიცხვის შესაბამის ნაწილებად (მაგ. რგოლოვან ჭიებში).
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.