ნა ნე ნი ნო
ნია ნიდ ნიჟ ნის ნიშ

ნიჟარა

დამცველი წარმონაქმნი, გარეგანი ჩონჩხი, რომელიც ფარავს სხეულს. დამახასიათებელია მრავალი უხერხემლოსთვის (ნიჟარიანი ამებები, ზოგიერთი შოლტოსანი, ფორამინიფერები, მხარფეხიანები, მოლუსკები და სხვა მრავალი). მოლუსკების ნ-ა. წარმოიქმნება მანტიის მიერ და ჩვეულებრივ სამშრიანია: გარეთა შრე - პერიოსტრაკუმი შედგება ორგანული ნივთიერებისაგან - კონქიოლინისგან, მეორე - შუა ფაიფურის შრე და შიგნითა - მინანქრის. მუცელფეხიან მოლუსკებში ნ-ა სპირალურადაა დახვეული. არჩევენ დისკოტროპულ (მარჯვნივ დახვეულ) და ლეიოტროპულ (მარცხნივ დახვეულ), ინვოლუტურ (ყოველი ახალი ნახვევი არ ფარავს შემდეგს, არამედ მხოლოდ ებჯინება მას) ნიჟარებს.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9