ეა ეგ ედ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეუ ეფ ექ ეშ
ევგ ევო ევრ ევს ევფ

ევოლუციური მოძღვრება (ევოლუციური თეორია)

მოძღვრება ორგანული სამყაროს ისტორიული განვითარების შესახებ მეცნიერულად დასაბუთებული წარმოდგენა სახეობათა წარმოშობის, ცვალებადობის, ორგანული სამყაროს განვითარების კანონზომიერებების შესახებ. პირველად დასაბუთებული ევოლუციური თეორია შემოთავაზებული იყო ჟ.ბ. ლამარკის მიერ წიგნში „ზოოლოგიის ფილოსოფია“ (1809). თანამედროვე ე.თ. ეყრდნობა დარვინის მიერ აღმოჩენილ კანონზომიერებებს (იხ. დარვინიზმი), მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკისა და თანამედროვე ბიოლოგიის სხვა დარგების მიღწევებს. ამის საფუძველზე XX საუკუნის 40-იანი წლებიდან განვითარდა ე.წ. ევოლუციის სინთეზური თეორია (ე.ს.თ.), რომელიც ამჟამად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
Source: ელიავა, ი., მოკლე ზოოლოგიური ლექსიკონი / [რედ.: რ. ჟორდანია, ი. ქორქია] / საგამომცემლო, თბ.: ჯისიაი, 2001წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9